27 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, ოპოზიცია მმართველ ძალას აკრიტიკებს

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, ოპოზიცია მმართველ ძალასა და პრემიერ - მინისტრს არასაკმარისი ნაბიჯების გადადგმის გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. პარტიებში ამბობენ, რომ ევროპულ მომავალს ჩრდილს მთავრობის მეთაურის დამოკიდებულება აყენებს და ეს, გუშინ პარლამენტში გამოსვლის დროსაც გამოჩნდა.

"ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოპონენტებს ურჩევს გაიაზრონ, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარება. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის პრობლემა სწორედ ის არის, რომ მათ არა გამოსვლის შინაარსი, არამედ პრემიერის სიტყვის ჩაშლა სურდათ.

ის რაც ”ქართული ოცნებისთვის" ოპოზიცის გეგმების გამოაშკარავებაა, პოლიტიკური პარტიებისთვის პოლარიზაციის გაღრმავებაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრემიერ - მინისტრის განცხადებები მათთვის იმის მანიშნებელია, რომ ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის გათვალისწინებას სახელისუფლებო გუნდი არ აპირებს. ოპოზიცია საკუთარ პასუხიმგებლობაზე ნაკლებად საუბრობს და დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მმართველი ზალისგან ელოდება.

პოლარიზაციის ცალმხრივად დასრულება არარეალურია მმართველი პარტიისთვის. დეპოლარიზაციისთვის აუცილებელ პირობად ”ქართული ოცნება” ოპონენტების პოლიტიკური ნებას ასახელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის რანგში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში დეპუტატებს გუშინ მეორედ წარუდგინა. თუმცა ძირითადი საუბრის და შემდეგ კითხვა პასუხის თემა ქვეყნის ევროპული მომავალი იყო.

დღის ამბები