27 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
2011 წელს ოკუპანტი ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დაუჭირეს მხარი, ეს რომ ჩვენ გაგვეკეთებინა, რევოლუციას დაგეგმავდნენ იმავე დღეს - მამუკა მდინარაძე

2011 წელს მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, იმ ოკუპანტი რუსეთის, რომელიც ამას ვერ ახერხებდა 18 წლის განმავლობაში - ეს რომ ჩვენ გაგვეკეთებინა, ეს კი არა, რამე მიმსგავსებული, აზრი რომ გამოგვეთქვა, ეს ხომ არ გავაკეთოთო, რევოლუციას დაგეგმავდნენ იმავე დღეს,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.

"ორმაგი სტანდარტი არ ჰქვია ამას. ამას ჰქვია პოლიტიკური აფიორა, რომელზეც პასუხი უნდა აგონ და ჩვენი ევროპული პერსპექტივა ვერ უნდა დააზიანონ ასეთი ლოგიკით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები