27 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
მადრიდის სამიტზე, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ ველით იმას, რომ სათანადოდ იქნება ასახული ყველა ის პროგრესი, რაც ჩვენ გვაქვს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრმა თეონა აქუბარდიამ პრემიერს ჰკითხა, თუ რა გზავნილებით მიდის ის ნატო - ს სამიტზე. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით მოლოდინი არის, რომ სათანადოდ იქნება ასახული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ჯარს და ჩვენ ქვეყანას აქვს. ამ კონტექსტშივე პრემიერმა განმარტა, რომ  ნატო - ს ჩვენთან მიმართებაში არავითარი შენიშვნა არ აქვს. 

"ჩვენი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევია. ეს პროცესი ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით შეუქცევადი გახდა. ნატო-ს ჩვენთან მიმართებაში არავითარი შენიშვნა არ აქვს. პრემიერ - მინისტრობის რანგში ძალიან ბევრი საუბარი მაქვს ჩვენს კოლეგებთან, ნატო - ს ხელმძღვანელობასთან. ნატოს მადრიდის სამიტზე, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ, ველით იმას, რომ სათანადოდ იქნება ასახული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ჯარს და ჩვენ გვაქვს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები