27 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
გერზე ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება - "კურიერის" ინფორმაციით, მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა

სამეგრელოში მამინაცვალმა 14 წლის გოგონაზე სექსუალურად იმ დროს იძალადა, როდესაც ბავშვი სახლში მარტო იყო. უმძიმესი დანაშაულის შესახებ არასრულწლოვნის დედამ ბავშვისგან შეიტყო და მეორე დღეს პოლიციას აცნობა. მოძალადე მიიმალა, მანამდე კი კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენა მოასწრო და მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულმა დედა-შვილმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, მომხდარის გახსენება არ სურთ მათ ყოფილ მეზობლებს.

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული 35 წლის მამაკაცი სამთვიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ სამეგრელოში დააკავა. არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის გარდა, მას მეუღლეზე ძალადობასაც ედავებიან. ცნობილია, რომ სამთვიანი ძებნის შემდეგ დაკავებულ მამაკაცს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, მას ბრალი სავარაუდოდ ამ ნაწილში დაუმძიმდება.

"კურიერის" ინფორმაციით, მსხვერპლი მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, არასრულწლოვანმა ჩვენება უკვე მისცა. 14 წლის გოგონას სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უზრუნველყოფს.

არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული იზოლატორში რჩება. საქმის განხილვას სასამართლო 15 ივლისს განაგრძობს, ახლა უკვე ბრალდებულის მონაწილეობით. 14 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალურ სასჯელად უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები