27 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ევროპული პერსპექტივის მიცემა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობისთვის ევროკავშირის ყველა მოქალაქის ფუნდამენტური ინტერესია - ზიგფრიდ მურეშანი

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტის, ზიგფრიდ მურეშანის განცხადებით, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობისთვის ევროპული პერსპექტივის მიცემა ევროკავშირის ყველა მოქალაქის ფუნდამენტური ინტერესია.

"ჩვენ ახლა ვართ თვითმხილველები, როგორ იცავენ ევროპულ ღირებულებებს უკრაინის მოქალაქეები. ისინი იბრძვიან დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, რათა გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც იარაღით ხელში.

ჩვენ ასევე ვხედავთ, როგორ გაუღო საკუთარი სახლის კარი უკრაინელ ლტოლვილებს მოლდოველმა ხალხმა. მოლდოვის რესპუბლიკა არის ევროპული ქვეყანა, რომელმაც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. მოლდოვის მოსახლეობა და ხელისუფლება ბოლო თვეებში მოქმედებენ ჭეშმარიტად ევროპული სულისკვეთებით.

პრეზიდენტო ურსულა ფონ დერ ლაიენ, თქვენ სწორად მოიქეცით, როდესაც ევროპულ საბჭოს მოსთხოვეთ უკრაინისა და მოლოდვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს ასევე არის ევროპარლამენტის პოზიცია. ვითხოვთ, ევროპულმა საბჭომ მიბაძოს მაგალითს და მისცეს კანდიდატის სტატუსი უკრაინას, მოლდოვას და შესთავაზოს ევროპული პერსპექტივა საქართველოს", - განაცხადა მურეშანმა.

დღის ამბები