27 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული სახურავები, განადგურებულია მცენარეები - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ამბროლაურში პრობლემები შექმნა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, ასევე მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია მცენარეები. ადგილობრივების თქმით, ქარიშხალი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. 

სოფელ ზნაკვაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი რამ მათ მუნიციპალიტეტებში არასოდეს უნახავთ.

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა და დაზუსტებული ინფორმაცია დილით ექნებათ.

დღის ამბები