27 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
"საქართველო იბრძვის იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად გვაქცევს" - პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნებს მიმართავს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. პრეზიდენტმა ლიდერებს ჯერ წერილები გაუგზავნა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში მათ სახელზე ვიდეომიმართვებიც გამოაქვეყნა.

სალომე ზურაბიშვილი ნიდერლანდების, იტალიის, შვედეთის, ირლანდიის, საფრანგეთის, დანიის, გერმანიის, ბელგიის, ხორვატიის და პოლონეთის ლიდერებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მნიშვნელობას.

"საქართველო იბრძვის იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად გვაქცევს. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის ცენტრალური და ისტორიული," - აცხადებს პრეზიდენტი.



დღის ამბები