27 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ტვირთი შეუმსუბუქდებათ

სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება. 

პლენარულ სხდომაზე  „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი 72  ხმით დაუჭირეს.

კანონპროექტი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის გარკვეული გადასახადების გადახდის გადავადებას და სხვა საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის განმარტებით, ცვლილების შემუშავების მიზეზი პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შეზღუდვა იყო. მისივე თქმით, პროექტის მიღება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების, განსაკუთრებით კი, ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

როგორც დავით სონღულაშვილმა განმარტა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სასტუმროების და განთავსების მსგავსი საშუალებები თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება საგადასახადო კოდექსის თანახმად 2022 წელს არის გათვალისწინებული.

მისივე თქმით, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება გამოყენებულია ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში, ასევე, რესტორნებისა და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობებისთვის გამოყენებულ ქონებაზე. აღნიშნული ცვლილება გავრცელდება ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურების, ასევე, მათთან დაკავშირებული საქმიანობებისთვის გამოყენებულ ქონებაზე.

კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ საწარმო ან ორგანიზაცია არ თავისუფლდება ქონების

დღის ამბები