მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოს საბანკო სექტორი კარგი კორპორაციული მართვის დანერგვაში მოწინავე პოზიციას იკავებს. კვლევა ევროკავშირმა დააფინანსა.
როგორც ანგარიში მიუთითებს, 2016 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ნორმატიულმა და სამართლებრივმა ბაზამ, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებით, სრული ტრანსფორმაცია განიცადა და ახლა შესაბამისობაშია კარგ პრაქტიკასთან.