მდინარე ჭოროხში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცი, დაახლოებით, 1-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით 30 წლის მამაკაცი ჭოროხის ნაპირთან ჯართის შესაგროვებლად იყო მისული, მოულოდნელად წყლის დონემ აიწია და მამაკაცი მორევმა ჩაითრია.
ამ დროისთვის, ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.