მდინარე ჭოროხმა კაცი გაიტაცა, მას ამ წუთებში მაშველები ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაახლოებით 35 წლის კაცი მდინარე ჭოროხის კალაპოტში ინერტულ მასალის ამოღებაზე მუშაობდა, როცა ის ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.