საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან ზუსტად 2 თვის თავზე ემანუელ მაკრონმა საკანონმდებლო ორგანოში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა. 577 ადგილიან პარლამენტში საფრანგეთის პრეზიდენტს უმრავლესობის მოსაპოვებალდ 44 ადგილი დააკლდა, რაც ნიშნავს, რომ მაკრონს საარჩევნო კამპანიის დროს მოახლეობისთვის დაპირებული რეფორმების გატარება გაუჭირდება.
მეორე ადგილზე ჟან-ლუკ მელენშონის მემარცხენეების, მწვანეებისა და კომუნისტების კოალიცია გავიდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 131 ადგილს დაიკავებს. 70 წლის პოლიტიკოსმა საფრანგეთის პრეზიდენტზე უხეში და სარკასტული გამონათქვამებით
საკუთარი კოალიცია ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალად აქცია .
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მაკრონის მარცხზე მეტად საზოგადოებისთვის ყველაზე გასაკვირი მარინ ლე პენის პარტიის შედეგები გამოდგა. ლე პენს ეროვნულ ასამბლეაში 89 მანდატი ექნება, რაც წინა არჩევნების შედეგზე 11-ჯერ მეტია.