27 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
კიშინიოვში მასშტაბურ აქციაზე მთავრობის გადადგომა მოითხოვეს

მოლდოვის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ათასობით მოქალაქე კიშინიოვის ქუჩებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. 

ოპოზიციური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ მაია სანდუს გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს. 

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საკვებსა და ენერგორესურსებე გაზრდილ ფასებს და მოქმედ ხელისუფლებას კარტერულ გარიგებებში ადანაშაულებენ.

დემონსტრაციის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ კრიზისის დასაძლევად უნდა გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

დღის ამბები