27 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ხალხით უკვე სავსეა - აქცია "შინ ევროპისკენ" რამდენიმე წუთში დაიწყება

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის წინ მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული აქცია, სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" იწყება. აქციაში მონაწილეობას იღებს ოპოზიციის ნაწილიც, შეკრების მიზანი კი, ორგანიზატორების თქმით, ევროპისთვის ერთიანობის ჩვენებაა, სამიტამდე ოთხი დღით ადრე.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე აქციის მონაწილეებით არის სავსე, ხალხის ნაკადი დემონსტრაციას ყოველ წუთს ემატება. აქვე დამონტაჟებულია დიდი ზომის მონიტორი, სადაც საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ევროკავშირის დროშების გამოსახულებებს აჩვენებენ. 

აქციაზე მოსახლეობას 10-მდე გამომსვლელი მიმართავს, ორგანიზატორების თქმით, მათ შორის არ იქნებიან პოლიტიკოსები. მათივე განმარტებით, შეკრება არ არის რომელიმე პარტიის ორგანიზებული, არის ზეპარტიული და მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მიზანს, დაანახონ მსოფლიოს, რომ საქართველოს არჩევანი ევროინტეგრაციაა.

დღის ამბები