ზუგდიდში აქცია "შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს - სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ორგანიზებით ზუგდიდის სკეიტპარკში ადგილობრივები შეიკრიბნენ.
მათი თქმით, საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროკავშირის წევრობისთვის ყველა შესაბამისმა ორგანომ ყველაფერი უნდა გააკეთოს.