საპატრულო პოლიციაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება, მაიორის წოდება და ოცმეთაურის პოსტი - შთამბეჭდავად ჟღერს და ცხადია, რომ შემდგარ პროფესიონალზე ვსაუბრობთ, თუმცა უფრო საინტერესო რომ გახდეს გეტყვით, სიუჟეტის გმირი ქალია - ანა ურთქმელიძე.
სამართალდამცავ ორგანოებში ქალი თანამშრომლების რიცხვი ყოველ წელს მატულობს. ამ მხრივ, მოტივაციას სწორედ წარმატების კონკრეტული მაგალითები ზრდის.