27 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში, რიგით 65 - ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა, პატრიარქის ნათლული კიდევ 1600-მდე ბავშვი გახდა. ნათლობის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს - პატრიარქი ნათლულებს დალოცავს.

საყოველთაო ნათლობის იდეა ილია მეორეს ეკუთვნის. მისი მიზანია ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. ილია მეორე ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს. კათოლიკოს - პატრიარქს უკვე 44 000 - ზე მეტი ნათლული ჰყავს.

დღის ამბები