27 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
გადაადგილდებიან ყოველგვარი მორიდების გარეშე, ბავშვებს შიში აქვთ - რას ყვებიან საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები 

რუსეთი საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას განაგრძობს. საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება.

გასულ კვირას, ოკუპანტები სოფელ ზარდიაანთკარში გააქტიურდნენ და ახალი კონსტრუქციების მონტაჟი დაიწყეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპანტები აქტიურად მუშაობენ და აგრძელებენ ბორდერიზაციის პროცესს. მოსახლეობა "კურიერთან" იმ პრობლემებზეც საუბრობს, რაც მათ ყოველდღიურად ექმნებათ.

"გადაადგილდებიან ჩვეულებრივად ყოველგვარი მორიდების გარეშე, რა თქმა უნდა, სოფლის მოსახლეობა სტრესშია, ბავშვებს შიში აქვთ," - აცხადებს სოფელ "ხურვალეთის" მაცხოვრებელი თამარ მუკნიაშვილი.

დღის ამბები