27 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
მეოთხე თვეა, ოკუპანტები ლუგანსკის ოლქის დაპყრობას ცდილობენ, მაგრამ ჩვენი გმირი სამხედროები მათ წინააღმდეგობას უწევენ - გუბერნატორი

სევეროდონეცკი, ქალაქი, სადაც ქართველი მებრძოლი დაიღუპა, უკრაინაში ახლა ერთ - ერთი ყველაზე ცხელი ზონაა.

რუსეთის ამოცანაა, რომ ამ ქალაქზე, ისევე როგორც მის გვერდით მდებარე ლისიჩანსკზე, სრული კონტროლი დაამყაროს, თუმცა მასირებული შეტევების მიუხედავად, უკვე ორ კვირაზე მეტია,მნიშვნელოვან წინსვლას ვერ ახერხებს.

უკრაინელებს მძიმე საარტილერიო შეტევების მოგერიება უწევთ. ამასთან მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის გარდა, რუსეთი არც ჩრდილო და სამხრეთ აღმოსავლეთ ტერიტორიებზე წყვეტს შეტევას. მათ შორის კვლავ იბომბება ქალაქი ხარკოვი.

​"მეოთხე თვეა, რაც ოკუპანტები ლუჰანსკის ოლქის დაპყრობას ცდილობენ, მაგრამ ჩვენი გმირი სამხედროები მათ წინააღმდეგობას უწევენ და ამ დრომდე, რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. ახლა, ისინი ისევ ვერ აკონტროლებენ მთლიანად სევეროდონეცკს. ბომბავენ მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელ კორპუსებს. იმდენად დიდია ჩვენი სამხედროების მხრიდან წინააღმდეგობა, რომ რუსებს ახლა მცოცავი პრაქტიკა აქვთ, რადგან დონბასისთვის ბრძოლა რუსეთის სცენარის მიხედვით ვერ ვითარდება,"- აცხადებს ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი.

დღის ამბები