იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერია ეტორე მესინას, "ოლიმპია მილანოს" გამარჯვებით დასრულდა.
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" სერიის მე - 6 - ე მატჩში 17 ქულით წააგო და სერიაში 2:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.
იტალიაში საკალათბურთო სეზონი დასრულდა, შენგელიამ ტიტულის მოპოვება პირველივე წელს შეძლო. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს თორნიკე შენგელია კარიერას, თუმცა ის რამდენიმე ვარიანტს უკვე განიხილავს.