27 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
იანვრიდან დღემდე თურქეთიდან საქართველოში 400-ზე მეტი დასახელების იაფი მედიკამენტი შემოვიდა - რა თანხა დაზოგეს მოქალაქეებმა

იანვრიდან დღემდე, თურქეთის სააფთიაქო ბაზრიდან საქართველოში 400-ზე მეტი დასახელების იაფი მედიკამენტია შემოსული. მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი წამლის ფასი ძველ ფასთან შედარებით თითქმის 80 პროცენტითაა შემცირებული. სააფთიაქო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების არსებობას მოქალაქეები დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ხარისხიანი წამლების ხელმისაწვდომობამ გავლენა იქონია მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ჯანდაცვის უწყებას აქვს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც თურქეთის ბაზრის გახსნიდან ამ დრომდე მომხმარებლებმა 51 მილიონი ლარი დაზოგეს, იაფი წამალი კი 150 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიძინა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ პრიორიტეტია როგორც ბენეფიციარების საჭიროებების გათვალისწინება, ასევე მედიკამენტების ხარისხი. ილია ღუდუშაურის თქმით წამლები, რომელიც ქვეყანაში რეგისტრირდება, უმაღლესი ხარისხისაა. იაფი მედიკამენტების შემოტანის პროცესი კი აქტიურად გრძელდება.

თურქეთის ბაზრიდან სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობის კონტროლზე საუბრობენ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში. განმარტავენ, რომ თურქეთის ბაზრიდან სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობაზე კონტროლი აქტიურად მიმდინარეობას.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიზანი სააფთიაქო ბაზარზე ხარისხიანი და იაფი, კიდევ უფრო მეტი დასახელების მედიკამენტების შემოტანაა.

დღის ამბები