სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი დღეს შვილმა ნიკოლოზ სააკაშვილმა და დედამ მოინახულეს. გიული ალასანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, თუმცა ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას მაინც ეხმიანება.
"დაკლებულია წონაში. მაგრამ რაც შეეხება მის განწყობას, რა თქმა უნდა, საშინელი განწყობა აქვს გუშინდელი დღის შემდეგ. ის, რაც მოხდა გუშინ, მიაჩნია, რომ ეს არის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა. მიაჩნია, რომ ამ ყველაფრის გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ძალიან უნდა ვიყოჩაღოთ, რომ იქნებ კიდევ რაღაცას მივაღწიოთ,"- განაცხადა გიული ალასანიამ.