9 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად ინდოეთში. კატასტროფის მართვის სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, დაზიანებულია ასობით საცხოვრებელი სახლი. წყალდიდობა რამდენიმე დღიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნალექი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.