27 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ბრაზილიაში ორი კვირის განმავლობაში დაკარგული ბრიტანელი ჟურნალისტის გვამი ამაზონის ტყეში იპოვეს

ბრაზილიაში ორი კვირის განმავლობაში დაკარგული ბრიტანელი ჟურნალისტის გვამი ამაზონის ტყეში იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულია დომ ფილიპსი და შესაძლოა, ადგილობრივი ექსპერტიც ბრუნო პერეირა. როგორც ცნობილია, რაიონში, სადაც ფილიპსი და პერეირა დაიკარგნენ, მოხდა ძალადობრივი კონფლიქტები ბრაკონიერებსა და სამთავრობო წარმომადგენლებს შორის.

მანამდე, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ ერთ-ერთ ინტერვიუში ფილიპსი გააკრიტიკა და თქვა, რომ იქ, სადაც ფილიპსი დაიკარგა, ადგილობრივებს არ მოსწონდათ და რომ ფრთხილად უნდა იყოს.

57 წლის ფილიპსი და 41 წლის პერეირა 5 ივნისს დაიკარგნენ, ჟურნალისტები და ექსპერტები ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ, რომ ფაქტზე სწრაფი რეაგირება არ მოხდა.

დღის ამბები