გერმანიის ბუნდესტაგის წევრი და საკანონმდებლო ორგანოში ევროპული პოლიტიკის წარმომადგენელი გიუნტერ კრიხბაუმი ისტორიულ და სტრატეგიულ შეცდომას უწოდებს იმას, რომ საქართველოს უკრაინის და მოლდოვის მსგავსად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა:
"ფედერალური კანცლერი კიევშია. ეს უფრო ადრე იყო გასაკეთებელი! ბოლოს და ბოლოს ის მხარს უჭერს უკრაინის და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს. თუმცა ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე ქვეყანა, საქართველო, დაჩაგრული აღმოჩნდა, მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა,"- წერს გიუნტერ კრიხბაუმი ტვიტერზე.