27 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
"მხოლოდ ევროპისთვის" - ამ ლოზუნგით დედაენის ბაღში "გირჩის" აქცია გაიმართა

"მხოლოდ ევროპისთვის" - ამ ლოზუნგით დედაენის ბაღში "გირჩის" აქცია გაიმართა. პარტიის წევრებმა მხარდამჭერებს ევროინტეგრაციის პროცესზე ინფორმაცია მიაწოდეს და ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრეს. გირჩი 20 ივნისის აქციას არ შეუერთდება.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, აქციის მიზანი ამომრჩეველთან რეალური შეხვედრა და საუბარია და არა ტრადიციული აქციის გამართვა, "სადაც ვიღაცები რაღაცას იყვირებენ ტრიბუნიდან და მერე დაიშლებიან".

"რაც უფრო ბევრი ასეთი შეხვედრა იქნება, მით უფრო მეტს ველაპარაკებით ამომრჩეველს თუ რა არის ევროკავშირი, როგორი საქართველო გვინდა რომ იყოს, რომელიც ევროპისკენ მიდის - მით უკეთესია. ასე რომ ჩვენ გვინდა არა მარტო რაღაც აქცია გავმართოთ, არამედ ჩვენს კოლეგა ოპონენტებს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება აქციები გაიმართოს, იმიტომ, რომ თუ სხვა პარტიებიც მსგავსად მოიქცევიან, ბევრად უფრო მასშტაბური შეიძლება იყოს ასეთი აქციები, ბევრად უფრო საინტერესო და არ იყოს მორიგი შეხვედრა, სადაც ვიღაცები რაღაცას იყვირებენ ტრიბუნიდან და მერე დავიშლებით," - განაცხადა რაქვიაშვილმა.

დღის ამბები