უკრაინელი პარამედიკოსი იულია პაევსკაია (ტაირა), რომელიც ოკუპანტებმა ტყვედ მარტის შუა რიცხვებში, მარიუპოლში აიყვანეს, ტყვეობიდან გათავისუფლებულია და სახლში იმყოფება - ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.