27 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
აღნიშნული რეკომენდაციით, ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაციით, ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

"საქართველოს გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია, გვქონდა მეტის მოლოდინი აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება.

აღნიშნული რეკომენდაციით, ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარება იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპულ ფასეულობით სისტემას, უსაფრთხოების გარემოს ევროპაში, რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა და სწორედ ამის აღიარება მოახდინა დღეს ევროკომისიამ.

თუკი აქამდე ჩვენ პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობდით, დღეს უკვე გადავდივართ სრულიად ახალ ეტაპზე, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჰქვია.

ჩვენ ევროკავშირთან შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგის აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პარალელურად გავაგრძელებთ ევროკავშირთან მუშაობას საქართველოს რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის შესასრულებლად," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები