თაობათა შორის დაპირისპირება და იმედგაცრუება - ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში ანტონ ჩეხოვის ცნობილი პიესის "თოლიას" მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა შედგა.
პიესის სასცენო დადგმა რეჟისორმა დათო დოიაშვილმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გადაწყვიტა. სპექტაკლის მიმდინარეობისას მსახიობები არა მხოლოდ სცენაზე, არამედ თეატრის მთელ შენობაში თამაშობენ, მათ შორის მაყურებელთა რიგებშიც.
პრემიერის დაწყებამდე კი რეჟისორმა "კურიერს" უთხრა, რომ კლასიკური პიესის დადგმა თეატრის სცენაზე დღევანდელმა რეალობამ გამოიწვია - რამდენად ესმით მშობლებს საკუთარი შვილების ან აქვთ თუ არა სურვილი მათი გაგებისა. თოლიას სასცენო დადგმის ხილვა მაყურებელს სამი დღის განმავლობაში შეეძლება.