27 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
"ძალიან ცუდი იქნება, რომ საქართველო ცალკე დავტოვოთ, საქართველო ისედაც დაზარალდა 2008 წელს ევროკავშირის სუსტი პოზიციის გამო, ეს აღარ უნდა გავიმეოროთ!" - შვედეთის პარლამენტის ვიცესპიკერი

შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კრესტენ ლუნდგრენი უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს შესახებ ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"მკაფიოდ განსაზღვრული პირობებია დაწესებული თითოეულ ქვეყანაზე. ძალიან ცუდი იქნება, რომ საქართველო ცალკე დავტოვოთ. ეს რუსეთისთვის საქართველოს დათმობას ნიშნავს. საქართველო ისედაც დაზარალდა 2008 წელს ევროკავშირის სუსტი პოზიციის გამო. ეს აღარ უნდა გავიმეოროთ!" - წერს "ტვიტერზე" კრესტენ ლუნდგრენი.

დღის ამბები