27 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ოლიგარქიასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილზე ვერცერთი მცირე მტკიცებულებაც კი ვერ იქნება, ბუნებაში არ არსებობს ასეთი - მამუკა მდინარაძე​

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ბუნებაში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ძალიან ნიშანდობლივია, რომ პირველივე ყველაზე მკაფიო რეკომენდაცია შეეხება დეპოლარიზაციას და სხვათაშორის ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამას მოგვიწოდებენ და პრიორიტეტულ საკითხად და რჩევად განიხილავენ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ ჩვენს ძვირფას ოპონენტებს, რომ პოლარიზაცია შეამცირონ.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, ეს 2020 წლის არჩევნების შემდეგ კარგად გამოჩნდა, მაგრამ მეორე მხრიდან ყოველთვის მოდის დაუსაბუთებელი, გამოგონილი ამბების საფუძველზე შექმნილი პოლარიზაცია, რაც უნდა შემცირდეს. თუ ისინი შეამცირებენ ფეიკებს, შეამცირებენ ზიზღს, სიძულვილს, ამგვარ საუბარს და ოდნავ მაინც თავზევით ძალას იპოვიან და რეალურობის ჩარჩოებში ჩაჯდებიან, შეიძლება ჩვენ ყველაზე მარტივად სწორედ ეს პირველი და უმთავრესი რეკომენდაცია შევასრულოთ და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების კიდევ უფრო სწრაფ ტემპს.

მეორე: თქვენ იცით, რომ არა მხოლოდ საქართველოს კონტექსტში იყო საუბარი ოლიგარქიასთან დაკავშირებით სხვა კონტექსტშიც იყო საუბრები. ზოგადად ყველა რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას და მუშაობას ვაპირებთ ევროკომისიასთან - ეს საკითხიც არ გადაიხედება. ერთი პატარა მტკიცებულებაც კი, თქვენ რომ გინდათ მაინც და მაინც იმ პირზე კი არ არის საუბარი, ვისზეც რეალურად იქნება ერთი პატარა მტკიცებულებაც კი ოლიგარქიის არსიდან გამომდინარე, რადგან ეს სიტყვა ჩაიწერა და იხსენა, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ოლიგარქია ხომ იმას ნიშნავს, რომ რაღაც დიდი გავლენის მცირე ჯგუფი, ადამიანები ან ადამიანი მართვას რაღაც პროცესებს, მათ შორის არალეგიტიმურად - ოლიგარქიის განმარტება ხომ ეს არის?!

ერთი მტკიცებულება მცირეც კი, რაც კი შეიძლება იყო წარმოდგენილი ოლიგარქიასთან დაკავშირებით ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ჩვენს მიერ იქნება განხილული. ასეთი მტკიცებულება, თქვენ რომ ძალიან გინდათ ამის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილზე ვერ იქნება, ბუნებაში არ არსებობს ასეთი," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები