27 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა" - სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისის აქციას არ დაესწრება

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის მოედანზე შეკრება გამართა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელი აქციით საზოგადოებასთან ერთად იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანებაა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, თავად 20 ივნისის აქციას არ დაესწრება, რადგან პრეზიდენტი ვერ წავა აქციებზე, სადაც იქნება პოლიტიკური მოწოდებები.

"სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა ერთზე, ან მეორეზე და მესამეზე. ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას, აქტივისტების თავმოყრას და ა.შ. ეს არის გამოხატვა თავისუფალი ერის თავისუფალი ხედვის.

თუ მე აქ გამოვედი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შედეგებთან დაკავშირებით ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს, თუმცა ვთვლი, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს იქ, სადაც მის მოსახლეობას უნდა. ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები