27 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა, რომელიც კლინიკა "ვივამედში" გაიმართა, უკვე დასრულდა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა, რომელიც კლინიკა "ვივამედში“ გაიმართა, უკვე დასრულდა. პროცესი 27 ივნისამდე გადაიდო, მიზეზი კი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, პროცესი კანონის უხეში დარღვევით და წინასწარ დადგენილი სცენარის მიხედვით გაიმართა. 

"პროცესი გაიხსნა, გაიმართა გასვლითი სხდომა. მე ვფიქრობ, რომ კანონის ძალიან უხეში დარღვევით და წინასწარ დადგენილი სცენარის მიხედვით. პროცესი გაიმართა მიხეილ სააკაშვილის პალატის ახლოს მდებარე ოთახში, სადაც იმპროვიზირებული იყო სასამართლო დარბაზი. ამ პროცესის განმავლობაში ჩვენ წარვადგინეთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, ანუ მივიტანე ხელზე ცნობა, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სხვადასხვა მედიკამენტური მკურნალობის ზეგავლენის ქვეშ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული და მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია შესაძლებელია არ იყოს ადეკვატური," - ამბობს შოთა თუთბერიძე.

დღის ამბები