სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას 4 საპატრულო კატარღა გადაეცა - ეს ევროკავშირის ფინანსური დახმარებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციით გახდა შესაძლებელი. კატარღები დაკვირვების, სანავიგაციო და კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი.
"კატარღების დანიშნულებას მონიტორინგისა და სამაშველო ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს შავ ზღვაში. ეს მნიშვნელოვანი ლოკაციაა, რადგან შავი ზღვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ერთადერთი ფიზიკურ საზღვარია. სწორედ ამიტომ, გვსურს გავზარდოთ უსაფრთხოება ზღვის აკვატორიაში. მიგვაჩნია, რომ უსაფრთხოებაც უკეთ იქნება უზრუნველყოფილი," - ამბობს ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი.