27 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
სტიქია საქართველოს რეგიონებში - განსაკუთრებით დაზარალდა გურჯაანის მუნიციპალიტეტი

საქართველოს რეგიონებში სტიქია გრძელდება. განსაკუთრებით გურჯაანის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. სეტყვამ, რომელიც 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ატმის, გარგრისა და ქლიავის ბაღები დააზიანა. დაზიანებულია ვენახების ნაწილიც.

კახეთში დილიდან დაიწყეს ზარალის დათვლა. წინასწარი ინფორმაციით, 1000 ჰექტარია დასეტყვილი. დაზარალებულების უმეტესობას მოსავალი დაზღვეული არ აქვს.

სტიქიამ პრობლემები დასავლეთ საქართველოშიც შექმნა. სამეგრელოს სოფლებში განადგურებულია როგორც მოსავალი, ისე შინაური ფრინველი და პირუტყვი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში დაზიანდა ხიდიც, რის გამოც გადაადგილება ადგილობრივებს შეეზღუდათ. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

სინოპტიკოსების ვარაუდით, უხვი ნალექი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

დღის ამბები