"უკრაინის ომის 100 დღე" - თომა ჩაგელიშვილის ფილმი, რომელიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების უკრაინაში მუშაობის შესახებ მოგვითხრობს, უკრაინის სახელწიფო არხზე აჩვენეს. ტელევიზია რუსულ ენაზე მაუწყებლობს, რათა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.
ფილმის ჩვენება სხვა ქვეყნებშიც იგეგმება - მათ შორის კანადასა და მოლდოვაში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა სახელმწიფოების ტელევიზიებთანაც.