გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, იტალიის პრემიერ-მინისტრი და რუმინეთის პრეზიდენტი უკრაინაში იმყოფებიან.
ამ წუთებში იმართება შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
იქამდე 4 ქვეყნის ლიდერი რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების სანახავად ირპინშიც ჩავიდნენ. ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზების გამო არ დაანონსდა.
ხვალ ევროპულმა კომისიამ უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეკომენდაცია უნდა გასცეს.