27 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
სტიქია კახეთში - სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლა დაიტბორა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლა დაიტბორა. წყალმა დაფარა შენობის ეზო, სარდაფი, საპირფარეშოები და დამხმარე სათავსოები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ნათესები და ხეხილი დაისეტყვა. სოფელ ჩუმლაყში სეტყვამ ატმის ბაღების ნაწილი დააზიანა. ფერმერების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ატმისა და ასევე ყურძნის მოსავლის ნაწილი.

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სოფელ ახაშენსაც. მისივე თქმით, სეტყვამ დაახლოებით 700 ჰექტარი მიწის ფართობი 70-80%-ით დააზიანა, სადაც გაშენებულია ვენახი, ატამი, გარგარი, ვაშლი.

გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია და ამის შესახებ ინფორმაცია ხვალ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.

დღის ამბები