27 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ხელისუფლება და ოპოზიცია პრეზიდენტის კრიტიკას პასუხობს - პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

ხელისუფლება და ოპოზიცია პრეზიდენტის კრიტიკას პასუხობს. სალომე ზურაბიშვილის ნახევარ საათიანი ბრიფინგით მმართველი გუნდი და ოპონენტები აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავენ და ზურაბიშვილს საპასუხო ბრალდებებს უყენებენ.

ოპოზიცია პრეზიდენტს ბრალს უმოქმედობაში სდებს, ქართული ოცნება კი მიიჩნევს რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში ბევრი უზუსტობა და ფაქტების შეუსაბამობაა.

მმართველი გუნდის განმარტებით პრეზიდენტი ქვეყანას ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებაშიც უშლის.

სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანის სასახლიდან გააკრიტკა ყველა - ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. 30 წუთიან ბრიფინგზე, ქვეყნის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის რეზოლუციას რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების უმოქმედობის შედეგი უწოდა. ისაუბრა იმ შეცდომებზეც, რომელიც ამ პროცესში მმართველმა ძალამ დაუშვა. პარალელურად, მოუწოდა ოპოზიციას შეწყვიტოს ევროპარლამენტარებისთვის დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება, ”ქართულ ოცნებას” კი ურჩია თავი შეიკავოს ანტიევროპული რიტორიკისგან.

ერთადერთი საკითხი, რაშიც ”ქართული ოცნება”ქვეყნის პრეზიდენტს ეთანხმება რეზოლუციის შეფასებაა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერს დაუსაბუთებელი უწოდება, სხვა მხრივ, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მიმდინარე პროცესები არასწორად გააანალიზა.

მმართველ გუნდში პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას თქვეს, რომ ზურაბიშვილის გზავნილები შეიცავდა უზუსტობებს და შეუსაბამო აქცენტებს. ქართულ ოცნებაში დაასახელეს ის ქმედებებიც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ და საპარლამენტო დელეგაციამ, ევროინტეგრაციის გზაზე განახორციელეს.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში 9 ივნისს იმყოფებოდა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. სწორედ საქართველოში დაბრუნებისა და ამ შეხვედრის შემდეგ ჩანიშნა პრეზიდენტმა სპეციალური ბრიფინგი ათონელის სასახლეში, საიდანაც ხელისუფლება და ოპოზიცია გააკრიტიკა.

დღის ამბები