14 წლის ქართველი მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა ევროპის ჩემპიონია. შთამბეჭდავი შედეგი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე, 17 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა.
ლოლუა, ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთო, სადაც უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბულგარელ მოჭიდავეს ანგარიშით, 5:1 აჯობა.
ფინალში, 14 წლის ქართველმა სპორტსმენმა აზერბაიჯანელი ელვინ იბადოვი დამაჯერებლად დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.