27 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიიღო მყარი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ მხარეს დგას ორპოლუსიან ქართულ პოლიტიკაში - დავით ქართველიშვილი

აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიიღო მყარი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ მხარეს დგას ორპოლუსიან ქართულ პოლიტიკაში. ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი გარედან იმართება,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხვალინდელი აქციაც იმას ემსახურება, რომ ხალხის რაღაც ნაწილი სალომეს გარშემო დაამობილიზონ და ერთ-ერთ ოპოზიციურ ლიდერად წარმოაჩინონ.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სქემა შეიძლება ასეთი იყოს, რომ ოპოზიციის ერთი მხარე იქნება ნაციონალური მოძრაობა და მეორე მხარე - სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოპოზიციური პარტიები. 

"თეიმურაზი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, კვალიფიკაციითა და უნარებით არაფრით გამორჩეული და სრულიად გამოუცდელი კადრია, ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლად, ხოლო შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ მრჩევლად დაუნიშნეს ამერიკისა და აზიის საკითხებში ქეთევანი, რომელიც ფრანს24-ის ერთი უბრალო სპორტული რედაქტორი იყო, უსწრაფესად დაუწინაურეს და თეთრ სახლსა და ვაშინგტონში კორესპონდენტად დაუნიშნეს - შედეგიც სახეზეა: ახლა სწორედ ევროპა და ამერიკა ამუშავებს სალომე ზურაბიშვილს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამხარ, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გახადა ჯერ დეპუტატი და შემდეგ პრეზიდენტი, 30 ვერცხლად გაიყიდა და ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას დაუპირისპირდა მართალია, ირაკლი კობახიძემ მცირე პოლიტიკური მანევრი გააკეთა და სალომეს "პირი მოწმინდა", მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სალომემ სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეზე სრულიად შეგნებულად დააყენა სალომემ იცის, რომ მისი უფროსების მთავარი სამიზნე სწორედ ივანიშვილია და ყველაზე მეტად ივანიშვილთან დაპირისპირებას დაუფასებენ სალომეს სახით, ქართულ ოცნებას ახალი ოპონენტი და ოპონირების ახალი ხაზი გაუჩინეს. სალომეს დიდი რესურსი არა აქვს, მაგრამ კომპრომეტირებული და გაჭირვებაში მყოფი ოპოზიციისთვის მისი შეხიდებაც გარკვეული შეღავათია ხვალინდელი აქციაც იმას ემსახურება, რომ ხალხის რაღაც ნაწილი სალომეს გარშემო დაამობილიზონ და ერთ-ერთ ოპოზიციურ ლიდერად წარმოაჩინონ სქემა შეიძლება ასეთი იყოს - ოპოზიციის ერთი მხარე იქნება ნაციონალური მოძრაობა და მეორე მხარე - სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოპოზიციური პარტიები მთელი ეს სქემა ბოლოს ისევ ცნობილ სცენარამდე მიდის - ივნისის ბოლოს არეულობა, ხელისუფლების გადატრიალება და მეორე ფრონტი სინამდვილეში, სალომეს არაფრის თავი არა აქვს, პრეზიდენტიც მთლიანად ივანიშვილისა და ოცნების ნდობის ხარჯზე და ოპოზიციის მხრიდან გინების ფონზე გახდა და ეს სქემაც წარუმატებლობისთვისაა განწირული შესაბამისად, სალომესაც აწვალებენ ცოტა ხანი, როგორც თავის დროზე მარგველაშვილი და გახარია აწვალეს და ამით დასრულდება მთელი ეს ისტორია," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

დღის ამბები