27 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
პატრიარქის სურვილის გარეშე, პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და შეხვედრა არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს - სალომე ზურაბიშვილი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, პრეზიდენტისა და პატრიარქის შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება.

"პატრიარქთან შეხვედრა პრეზიდენტის პირადი ხასიათის თხოვნა იყო. პატრიარქის სურვილის გარეშე, პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და შეხვედრა არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს.

პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება, რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება!

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ მან უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!" - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პრეზიდენტს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა  იმის გამო, რომ ასეთი შეხვედრების სურვილისამებრ ნებისმიერ დროს დანიშვნა ვერ ხერხდება, ეს ვიზიტი ვერ შედგა.

დღის ამბები