27 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ჩვენ უნდა შევხვდეთ ხვალინდელი დღის საფრთხეს გაძლიერებულები - თავდაცვის მდივანი "რამშტაინის" შეხვედრაზე

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა გამოწვევაა მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის. აღნიშნული განცხადება ლოიდ ოსტინმა "რამშტაინის ფორმატის" შეხვედრაზე გააკეთა და მიესალმა ნატოს პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოსაც:

"რუსეთი განურჩევლად ბომბავს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებს და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. შესაბამისად, ჩვენ უნდა მაქსიმალურად გავაძლიეროთ ძალისხმევა უკრაინის თავდაცვის მიმართულებით, რომ ქვეყანამ საკუთარი ტერიტორიების და მოქალაქეების დაცვა შეძლოს, შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ეს არაპროვოცირებული თავდასხმა არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის გამოწვევაა. ჩვენ, ეს საკითხი წინ უნდა წამოვწიოთ, რომ გამოწვევაზე სათანადო რეაგირება გვქონდეს. ჩვენ ვმუშაობთ ასევე უკრაინის მოთხოვნაზე ახალი შესაძლებლობების გასავითარებლად, მათ სჭირდებათ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, სჭირდებათ სასაზღვრო დაცვა. პარტნიორებთან ერთად ვწვრთნით უკრაინელ სამხედროებს, რათა მათ შეძენილი ახალი უნარებით რუსეთის აგრესიასთან გამკლავება შეძლონ.

დღეს, შეხვედრაზე შეკრებილია 45-ზე მეტი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი და წარმომადგენელი. მინდა გულთბილად მივესალმო ეკვადორს, საქართველოსა და მოლდოვას, რომლებიც ჩვენს შეხვედრას ესწრებიან. ჩვენ უნდა შევხვდეთ ხვალინდელი დღის საფრთხეს გაძლიერებულები. ჩვენ ერთად შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას თავი დაიცავს რუსეთის ბოროტი თავდასხმისგან", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

დღის ამბები