საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსებით 20 გამარჯვებული სტარტაპერი გამოვლინდა, რომლებიც უცხოელმა ინვესტორებმა გამოავლინეს და დაასახელეს.
პროგრამაში წარდგენილი 230 განაცხადიდან პირველ ეტაპზე შერჩეულ იქნა 50 აპლიკანტი. მათ ბიზნეს უნარების გასაუმჯობესებლად და წარდგენილი პროექტების დასახვეწად ჩაუტარდათ არაერთი ტრენინგი.
ფინალური ეტაპი ქობულეთში, "შატო კვირიკეში " ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილისა და აჭარის რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძეს მონაწილეობით გაიმართა და გამოვლინდა 20 გამარჯვებული, რომელთაც ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად 150 000 ლარამდე ოდენობის თანადაფინანსებას სახელმწიფო გაუწევს.