ახალი ტურისტული ადგილი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევა - ალგეთის ეროვნულ პარკში, წალკის კანიონის პანორამული ხიდი გაიხსნა, 240 მეტრი სიგრძის შუშის ხიდი, დაკიდებული კაფე-ბარით, თუმცა, ეს ყველაფერი არაა, რისი ნახვაც წალკაში ჩასულ ტურისტებს შეეძლებათ.
წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდ და ლამაზ ხედების მქონე ბუნების ძეგლად ითვლება, რომლის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. კანიონში მდებარეობს დაშბაშის ცნობილი ჩანჩქერიც.
შუშის ხიდის ასაშენებლად წალკაში სულ 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, სამუშაოები კი ებრაულმა კომპანიამ განახორციელა. მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ახალი ღირშესანიშნაობა მთავრობის მეთაურმა გახსნა და ებრაელ ინვესტორებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ქვეყანა უცხოელ ინვესტორებს მსგავსი და სხვა პროექტების დასაფინანსებლად ხელს მომავალშიც შეუწყობს.