27 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ევროპული კურსის მხარდაჭერა, თუ პოლიტიკური აქცია - ვინ დაიკავებს ტრიბუნას 20 ივნისის აქციაზე, ისევ დავის საგანია

უკვე მეორე დღეა 20 ივნისს დაგეგმილი აქცია, ორგანიზატორებსა და "ნაცმოძრაობის" აქტივს შორის დაპირისპირების საგანია. ვინ და რა დოზით დაიკავებს ტრიბუნას, წამოაყენებენ თუ არა პოლიტიკურ მოთხოვნებს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად - ეს ის საკითხებია, რომლის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა, სოციალურ ქსელში "სირცხვილიას" წევრებს სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენეს და თანხების მითვისებაშიც დაადანაშაულეს.


პარტიული აქტივის გაღიზიანების მიზეზი გასაგებია "სირცხვილიას" წარმომადგენლებისთვის. მიუხედავად ამისა მოძრაობა აქციის სცენარის შეცვლას არ აპირებს. ორგანიზატორები ბრალდებების უკან სპეცსამსახურებს ხედავენ. ამბობენ, რომ სცენა პოლიტიკურ ლიდერებს არ დაეთმობათ, თუმცა აქციაზე ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას წაიკითხავენ, სადაც მიხეილ სააკაშვილზეცაა საუბარი.

სიტყვით გამოსვლას არ გეგმავენ, თუმცა საკუთარი აქტივის სიმრავლეს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. პოლიტიკოსებისთვის ევროინტეგრაციის გზა სწორედ ექს-პრეზიდენტის თავისუფლებაზე გადის.

"სირცხვილიასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებულ დაპირისპირებას მმართველ გუნდშიც გამოეხმაურენ. სახელისუფლებო პარტიისთვის პოლიტიკური ტრიბუნის ირგვლივ დაწყებული აჟიოტაჟი აქციის ორგანიზატორებისა და "ნაცმოძრაობის" რეალურ მისწრაფებებს მიუთითებს. "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მხარდამჭერებს ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ.

დღის ამბები