27 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ფოთში საერთაშორისო პლენერი "პალიტრა ფოთი 2022"  საზეიმოდ დაიხურა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ათი დღის მანძილზე საერთაშორისო პლენერს "პალიტრა ფოთი 2022" უმასპინძლა, რომელიც საზეიმოდ დაიხურა. 

პლენერში უცხოელი და ქართველი მხატვრები მონაწილეობდნენ. მათ შექმნეს 20-მდე ფერწერული ტილო, რომელიც ფოთის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში განთავსდება.

ქართველ მხატვრებს საშუალება მიეცათ, ემუშავათ უცხოელ კოლეგებთან, გაიზიარეს შემოქმედებითი სიახლეები და ასევე, გაეცნენ თანამედროვე მხატვრობაში არსებულ ტენდენციებს. პროექტის მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა.

პლენერის მონაწილეებს ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ სიტყვით მიმართა, შემოქმედებითი წარმატებები უსურვა და სერტიფიკატები გადასცა.

საერთაშორისო პლენერი "პალიტრა ფოთი 2022" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

დღის ამბები