27 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
სოფელ წილკანში კიდევ ერთი ახალი, ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

სოფელ წილკანში კიდევ ერთი ახალი, ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. საწარმოს გახსნას საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებიც ესწრებოდნენ.

კომპანია "ტიმეომ" ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად დაახლოებით 7 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ლოკოკინების ახალი საწარმო, ყოველწლიურად 1000 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს და მიღებულ პროდუქტს საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანს.



დღის ამბები