"გორბის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: ეთანხმებით თუ არა "ქართული ოცნების“ პოლიტიკას არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში, გამოკითხულთა 77,6% ეთანხმება; 20,8% არ ეთანხმება; 1,6% ამბობს, რომ არ იცის.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა "გორბიმ" ჩაატარა. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.