27 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
საქართველო ევრობასკეტის მასპინძლობისთვის მზად არის - ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე 10 000 მაყურებელზეა გათვლილი

საქართველო ევრობასკეტის მასპინძლობისთვის მზად არის. სპორტის ახალი სასახლის შენობის მშენებლობა დასრულებულია.

ევრობასკეტამდე, რომელიც 1 სექტემბერს დაიწყება, სასახლის მთავარ დარბაზში სატესტო მატჩები გაიმართება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დღეს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.

ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე 10 000 მაყურებელზეა გათვლილი. მედიასთან დეტალებზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურა ქართული სპორტის საკუთრებაა და დარბაზი ყველა სახეობის შეჯიბრებისთვის მზად არის.

სპორტის ახალი სასახლის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 88 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მშენებელი კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სასახლის სივრცეები აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით. მისივე განმარტებით, შენობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის მასშტაბითაც გამორჩეულია.

სპორტის ახალი სასახლე დღეს საღამოს საქველმოქმედო კონცერტით იხსნება. კონცერტიდან შესული თანხა უკრაინაში ომით დაზარალებულთა დახმარებისთვის არის განკუთვნილი.

დღის ამბები